Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა iCREATE პროექტის ფარგლებში გამართულ VIP ტრენინგში რუმინეთში

2025 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო Babeș-Bolyai University-ში (კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი) გამართულ VIP ტრენინგში.

 

ტრენინგი ჩატარდა საერთაშორისო პროექტის iCREATE – “კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში “ – ფარგლებში და მასში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი ქვეყნები: საქართველო, სომხეთი და მოლდოვა.

 

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ტრავმული დაზიანებებისა და ძალადობის პრევენციის სწავლების კურსის (VIP კურსი) კურიკულუმის დაგეგმვა, ასევე მიმდინარე მიღწევები და მომავალი თანამშრომლობის გეგმები.

 

ღონისძიება კიდევ ერთხელ დაეხმარა მონაწილე ქვეყნებს გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ინიციატივების გაძლიერებაში.

თარიღი: 17/07/2025